სავაჭრო ალგორითმი

ფორექსის სავაჭრო ალგორითმი

დღეს იქნება ძალიან კარგი დღე.

მთავარია- არ იფიქროთ და შეხვიდეთ ყველა გარიგებაში მოდელის მიხედვით.

ივაჭრეთ როგორც რობოტმა!!!

არ არის მნიშვნელოვანი რა იქნება ხვალ, მთავარია რომ ხვალე იყოს.

ვცდილობ რომ გავაკეთო ყველაფერი კარგად- ცუდად ისედაც თავისით გამოვა.

არასდროს არ შეავიწროვოთ თქვენი თავი!

გამოიმუშავე შენს თავში სიმშვიდე,მოთმინება და დისციპლინა.

შენ ხარ სნაიპერი, და არა არტილერისტი.

ყოველთვის იყავი კარგ ხასიათზე, მაშინ ყველაფერი უკეთ გამოვა.

შეეცადე გააკეთო სწორი გარიგება, ამ შემთხვევაში ფული ადრე თუ გვიან მაინც მოვა შენთან.

არ არსებობს კარგი და ცუდი გარიგებები, არსებობს მხოლოდ სწორი და არასწორი გარიგებები.

ძალიან ბევრ ადამიანს ემოციები ხელს უშლის რათა თანხა გამოიმუშავოს ამ ბიზნესში, ეცადე რომ არ აყვე მათ. ჩააქრე ისინი!

ყოველი შენი შეცდომა უფრო და უფრო გაახლოვებს წარმატებასთან.არ შეგეშინდეს შეცდომების გაკეთების.არ ცდება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს

ყოველი გარიგება ფინანსურ ბაზარზე- გარკველი რისკია. შეეცადე გააკეთო ისე, რომ ეს რისკი იყოს გამართლებული.

  • ძლიერი წინაღობისა და მხარდაჭერის დონეებთან შესვლა აკრძალულია.
  • თუ ძლიერი მოძრაობის შემდეგ არ არის უკუსვლა, მოსალოდნელია, რომ იყოს მოძრაობის გაგრძელება.
  • არ შეიძლება მოგების 25%ზე მეტის წაგება დღეში. შენ უნდა აიღო ფული მაგიდიდან.

სამუშაო დღის განრიგი

8:40- უყურებთ სიგნალებს სავაჭრო სისტემით Green To Red. თუ გაქვთ სიგნალები, აყენებთ გადადებულ ორდერებს.

8:50- უყურებთ  ტრენდის მიმართულებას თქვენს მიერ არჩეულ სავაჭრო ინსტუმენტებზე დღიან გრაფიკზე. ავლენთ დონეებს და დაგაქვთ ისინი გრაფიკზე. შემდგომ ვუყურებ დღევანდელ ეკონომიკურ სიაახლეებს კალენდარში.

09:00-18:00- აწარმოებთ ვაჭრობას, უყურებთ ფასის ქცევას მნიშვნელოვან დონეებთან.

18:00-18:30- აკეთებთ დღევანდელი გარიგებების სკრინებს. იწერთ ყველა გარიგებას სპეციალურ დღიურში. აწარმოებთ სტატისტიკას.

სავაჭრო სისტემა Green To Red

  1. მხოლოდ და მხოლოდ გადადებული ორდერებით ვაჭრობა დღევანდელი Low-ს 1 პუნქტით ქვემოთ
  2. ვაჭრობა ლოკალური ტრენდის გარღვევაზე 15 წუთიან გრაფიკზე
  3. თითო გარიგების რისკი 1.9%. მაქსიმალური შესაძლო რისკი 3.8%
  4. დღეში ერთდროულად არაუმეტეს 4 პოზიციის
  5. T/P ზე გამოსვლა ¼ შეფარდებით
  6. სტოპი- 19 პუნქტი, თეიქი- 76 პუნქტი.
  7. სამუშაო ტაიმფრეიმები: M5, D1
  8. სიგნალისთვის აუცილებელი პირობა- წინა დღე უნდა იყოს დახურული მწვანე(ზრდადი) სანთლით
  9. ამ სისტემით გარიგებები იხსნება მხოლოდ Sell-ზე

ვაჭრობა მოდელის მიხედვით:

1 რისკები:

  • თითო გარიგებაზე : 1%
  • დღეზე: 3%. თუ გაქვთ 3 სტოპი, ამ შემთხვევაში დღეს აღარ ვაჭრობთ
  • სტოპების ზომა- 15 პუნქტ
  • ვაჭრობა რისკი/მოგება შეფარდებით 1/3 და მეტი

2 ტაიმფრეიმები

  • D1- ტრენდის გაგებისთვის
  • H1- გარიგებაში შესვლისათვის მოდელის მიხედვით

3 ვვაჭრობ მხოლოდ დონეებიდან ასხლეტვაზე

4 ინსტრუმენტები

EUR/USD, GPB/USD, AUD,USD, NZD/USD, USD/JPY, EUR/JPY

5 მოცულობები

  • თუ თქვენ გაქვთ გარიგებაში შესვლა იმ მოდელის მიხედვით სადაც სტოპი ჩვეულებრივზე 2ჯერ პატარაა, ამ ტიპის გარიგებებში შედიხართ 2ჯერ უფრო დიდი მოცულობით
  • თუ ხურავთ კვირას თუნდაც 1$ პლიუსში- ამ შემთხვევაში ზრდით მოცულობებს
  • თუ ხურავთ კვირას მინუსში- აკეთებთ 1 ნაბიჯს უკან და ამცირებთ მოცულობებს.

6 იყენებთ თქვენს ვაჭრობაში ATR მნიშვნელობას ბოლო 5 დღის მონაცემებზე.

ითვლით ამ მონაცემებს ყოველდღიურად ხელით ან აყენებთ ინდიკატორს.

7 ვაჭრობთ მხოლოდ და მხოლოდ ტრენდის მიმართულებით. ტრენდის საწინაამღდეგოდ შედიხართ მხოლოდ და მხოლოდ 2 შემთხვევაში:

  • თუ ფასი არის დონის გვერდზე
  • თუ ემიტენტმა დღეს გაიარა უკვე თავისი ATR მნიშვნელობის 75%

8 ვაჭრობა ლიმიტური ორდერებით

9 თანხლება გარიგებებში:

არ გჭირდებათ, აკეთებთ პრინციპის მიხედვით- << ან სტოპი, ან თექი>>. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ესე უფრო ეფექტური და მომგებიანია.

სტოპს გადააადგილებთ + 1 პუნქტში მარტო იმ შემთხვევებში, თუ თეიქი გიყენიათ 1/4 , 1/5 და მეტი, და ფასმა უკვე გაიარა 3 სტოპი პლიუსში

10 აწარმოებთ სტატისტიკას და ტრეიდერის დღიურს. აკეთებთ სკრინებს და იწერთ ყველა თქვენ გარიგებას. აერთებთ თქვენს ანგარიშს გარიგებების სტატისტიკის სერვისში.

11 ცდილობთ რომ ივაჭროთ ოფისში, რათა იყოთ უფრო ეფექტიური და მიიღოთ უკეთესი შედეგები.

12 შეგიძლიათ შეიტანოთ ცვილებები ამ ალგორითმში, მაგრამ ისინი შედიან ძალაში ‘მხოლოდ შემდეგ დღეს.

13 ბაზარში შესვლის წესები:

  • ბსუ (ბარი რომელმაც უკვე აწარმოა დონე) და ბპუ 1 (ბარი, რომელმაც დაადასტურა დონე)უნდა იყოს არდტყამდნენ ცენტი ცენტში
  • ბსუ-ს(ბარი რომელმაც უკვე აწარმოა დონე) და ბპუ1 (ბარი, რომელმაც დაადასტურა დონე) შორის შეიძლება იყოს ნებისმიერი რაოდენობის ბარები
  • ბსუ1 (ბარი რომელმაც უკვე აწარმოა დონე) და ბპუ 2 (ბარი, რომელმაც დაადასტურა დონე) შორის არ უნდა იყოს შუალედური ბარები!!!
  • ბპუ2 (ბარი, რომელმაც დაადასტურა დონე) შეიძლება ვერ მიარტყას ლუფტის ზომის სიდიდით. ლუფტის ზომის სიდიდეა 2-3პუნქტი
  • სტოპი ყენდება ცრუ გარღვევის High-ს იქეთ (თუ ის იყო +/- 1-2 პუნქტი
  • ჩვენ უნდა დავინახოთ 4 ბარით ბაზარზე ფორმირებული მოდელი. 1ბარი- აწარმოებს დონის ფორმირებას , 2ბარი- ადასტურებს დონეს, 3ბარი- ასევე გვჭირდება დონის დადასტურებისათვის, და 4ბარზე უკვე შევდივართ გარიგებაში
  • ‘’დახურვის 30 წამით ადრე ვაყენებთ ლიმიტულ ორდერს ლუფტის ზომის 2-3 პუნქტით ზემოთ/ქვემოთ
  • აუცილებლად მაშინვე ვაყენებთ სტოპს
  • იმ შემთხვევაში, თუ ფასი გადის 2 ფაქტიურ სტოპს ჩვენი გადადებული ორდერის ფასიდან- ჩვენ ვაუქმებთ ჩვენს ოდერს
  • ორდერის გახსნის წინ, აუცილებლად ვამოწმებთ შესვლის მარაგს. თუ ის არის 1/5ზე ნაკლები, მაშინ არ შედიხართ გარიგებაში