ვაჭრობა

ვაჭრობა ტელეფონის მეშვეობით

2016 წლის აგვისტოს თვეში ჩვენ გავაფორმეთ დამატებითი ხელშეკრულება საბროკერო ორგანიზაციასთან „Gerchik & Co“ და შევქმენით სრულიად ახალი უნიკალური მომსახურეობა საქართველოში.

„Gerchik & Co“ არის საერთაშორისო საბროკერო ორგანიზაცია,რომელსაც გააჩნია International Financial Services Commission: IFSC/60/400/TS/16 ლიცენზია, და დამატებით რეგისტრირებულია JB Finance ( рег. No. OC399405). თქვენთვის ცნობილია რომ 2016 წლიდან ჩვენი კლუბი ოფიციალურად წარმოადგენს „Gerchik & Co“-ს  საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობსთვის გახდა ხელმისაწვდომი  ხარისხიანი საბროკერო მომსახურეობა.

უამრავი კვლევის შედეგად ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტი საქართველოსთვის. ვაჭრობა ფინანსური ინსტრუმენტებით ტერმინალის მეშვეობით დაკავშირებულია უამრავ დამატებით ფსიქოლოგიურ რისკებთან და ტექნიკურ სირთულეებთან.ვაჭრობა ფინანსური ინსტრუმენტებით პირადი ბროკერის მეშვეობით დღემდე არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში.

რას გთავაზობთ : საერთაშორისო პრაქტიკას და უმაღლეს ხარისხს! თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ოპერაციები ფინანსურ ბაზრებზე პირადი ბროკერის მეშვეობით. წინამდებარე ვაჭრობის სტილი არის აპრობირებული წლების განმავლობაში სხვა და სხვა ქვეყნებში, და თქვენ გინახავთ მსგავსი მაგალითები უამრავ უცხოურ ფილმში.

ჩვენი კლუბი გამოირჩევა ბაზარზე იმით, რომ  ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც დაფუძნდა როგორც  პროფ ტრეინინგ  ჯგუფი 2014 წელს, და ვართ ერთადერთი კომპანია რომელიც სრულიად ფინანსდება ფინანსურ ბაზრებზე წარმატებული ოპერაციების განხორციელების მეშვეობით .

ჩვენი ანალიტიკოსთა გუნდი ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას არანაკლებ 3 საინტერესო საინვესტიციო ინსტრუმენტის შესახებ, და თქვენთან სატელეფონო საუბრის დროს განახორციელებს ოპერაციას უშუალოდ სალიკვიდო პროვაიდერთან ჰოლანდიურ ბანკთან „ABN AMRO BANK“ რომელიც დაფუძნდა მე-18 საუკუნეში ( https://www.abnamro.com/), და დღეს დღეობით ითვლება საუკეთესო სალივითო ხაზის მომწოდებლად. წვდომას ABN AMRO BANK-ისადმი უზრუნველყოფს კომპანია Gerchik & Co.

ძირითადი პირობები

მომსახურეობის საკომისიო :

  1. ოპერაციის გახსნა ბროკერის კონსულტაციის მეშვეობით 12$ ერთ ორდერზე ( გარიგებაზე)
  2. ოპერაციის გახსნა ბროკერის კონსულტაციის გარეშე 4$ ერთ ორდერზე (გარიგებაზე)
  3. ყოველთვიური სააბონენტო  საკომისიო  55 $  ერთ ანგარიშზე
  4. სვოპ — ოვერნაით პოზიციებისთვის 0-2$ ყოველ 24 საათში (დამოკიდებულია ფინანსურ ინსტრუმენტზე )
  5. 3 ყოველდღიური ანალიზი დღის განმავლობაში ოპერაციების განსახორიცლებლად — უფასო

დეპოზიტი და ანგარიშის გახსნა :

  1. მინიმალური დეპოზიტის ოდენობა 1000.00 აშშ დოლარი.
  2. ვერიფიკაციის მომსახურეობა 0-15 $ აშშ დოლარი.

ვაჭრობის პირობები :

  1. მაქსიმალური საკრედიტო მხარე 1:10
  2. სტოპ აუტი 60%
  3. ტრანზაქციების ტიპი — მარკეტი / ლიმიტი / სტოპ ორდერი /
  4. შესრულების ტიპი — მარკეტი სპოტ / გადადებული ლიმიტი