Start with us — პროექტი

დაიწყე ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე სწორად

რატომ ჩვენთან ერთად?

ჩვენ დავფუძნდით საქართველოში 2014 წელს, როგორც პირველი პროპტრეიდინგ კომპანია, რომელიც ვაჭრობს ფინანსურ ბაზარზე მარტო საკუთარი პორტფელით. მთელი ჩვენი ბიზნეს სტრუქტურა არის დამოკიდებული ჩვენს მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე . როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ ტრეიდერებს  ვაძლევთ საშუალებას გამოცადონ თავიანთი თავები . სწრაფი განვითარების ფონზე ჩვენ შევქმენით კომერციული დეპარტამენტი, რომელიც ეხმარება დამწყებ და გამოცდილ ტრეიდერებს პრობლემების გადალახვაში. დღეს დღეობით წარმოვადგენთ ალექსანდრე გერჩიკის საბროკერო ორგანიზაციას, რაც უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დაინტერესებულ ტრეიდერს. Start with us პროგრამის ფონზე ჩვენ დავეხმარებით დამწყებებს სტრატეგიის არჩევაში  და დავიცავთ ყოველგვარი რისკებისაგან.

1.ჩვენ ვეხმარებით ტრეიდერს სტრატეგიის არჩევაში

იმისათვის რომ თქვენ გახდეთ წარმატებული ტრეიდერი, თქვენ გჭირდებათ პირველ რიგში მუშაობა საკუთარ თავზე, დისციპლინარული მომენტები არის ყველაზე მნიშნელოვანი სტაბილური შედეგების მისაღებად. კარგი ტრეიდერი განსხვავდება ყველასგან იმით, რომ აქვს შემუშავებული სავაჭრო გეგმა და სტრატეგია. სტრატეგიის არჩევა არის  დამოკიდებული თქვენს ძირითად მოთხოვნებზე და არის სრულიად ინდივიდუალური საკითხი. ჩვენი მიზანია მომხმარებლის  მაქსიმალურად დაცვა დანაკარგებისგან. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად შევიმუშავოთ თქვენთვის საუკეთესო სტრატეგია და ასევე რისკების შესამცირებლად სხვა და სხვა დაცვითი ინსტრუმენტები, რომლებიც დაგეხმარებიან აარიდოთ თავი შეცდომებს.

2.განსხვავებული შეხვედრები

ყველასთვის ცნობილია , მსოფლიოში გამოყენებული შაბათობის ანალიტიკის პრაქტიკა. ჩვენ სრულიად ვცვლით ამ ფორმატს. ჩვენთან თანამშრომლობის დროს თქვენ დაპატიჟებულები იქნებით ყოველ შაბათს ღია ფორუმზე, სადაც არა მარტო წინა კვირის ბაზრის მოძრაობას გავივლით და მომდევნო პროგნოზებს, არამედ დეტალურად შევისწავლით ყველა თქვენ  წარმატებულ და წარუმატებელ ტრანზაქციას და  გავივლით თქვენთან ერთად ყველა ოპერაციას იმისთვის რომ ვიპოვოთ ყველა პოტენციური სუსტი წერტილი და ნუ თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ვაჭრობის დაწყების დროს ყველა პოტენციური რისკის შესამცირებლად. ჩვენ მზად ვარ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ ეფექტურები.

3.რეალურად სწრაფი STP ბროკერი

საბროკერო ორგანიზაციის არჩევის დროს ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეკზეკუციის  სისწრაფე, სტრუქტურა და ფასების ხარისხი. დამიუკიდებელ ტრეიდერთა კლუბის მიერ Gerchick&Co -სთან თანამშრომლობა  არჩეულია იმიტომ , რადგანაც დღეს დღეობით ეს კომპანია არის ყველაზე ხელმისაწვდომი ბროკერი აგებული STP სტრუქტურის შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას რომ აბსოლუტურად ყველა თქვენი გარიგება გასული  იქნება  ბანკთაშორის ECN-Pool-ში. მოგახსენებთ რომ წინამდებარე სტრუქტურა გვაძლევს თამამად შემოგთავაზოთ საუკეთესო საბროკერო მომსახურება და მხარში დაგიდგეთ მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად.

4.დაბალი სავაჭრო ხარჯები:

ჩვენ ყოველგვარი ბრიჯების და ფილტრების გარეშე გაწვდით პირდაპირ ბანკთაშორის ფასებს ყველაზე დაბალი სპრედით,  რაც ხშირ შემთხვევაში 0-სტოლია. ჩვენი კომპანიის შემოსავალ არის სრულად აგებული მხოლოდ კომისიებზე , რომლებსაც ჩვენ ვიღებთ თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად, კომისიის მოცულობა შეადგენს 7 – 10 აშშ დოლარამდე ერთ სტანდარტულ ლოტზე ნებისმიერ ინსტრუმენტზე და არის დამოკიდებული ანგარიშის სიდიდეზე. ჩვენი სტრუქტურის შესაბამისად ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ 5 ტიპის სავაჭრო ანგარიში. ისინი განსხვავდებიან მინიმალური დეპოზიტით, დამატებით ინსტრუმენტებით და კომისიებით, მაგალითად ერთ ერთი ოფცია არის უშუალოდ ალექსანდრე  გერჩიკის პირადი კონსულტაციები. წარმატებული მომავალი არ არის დამოკიდებული მარტო მსხვილ დეპოზიტზე, არამედ თქვენს მუშაობის პრინციპზე. წინამდებარე დამწყებების პროგრამის ფარგლებში  ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს მინიმალურ დეპოზიტს 50 აშშ დოლარიდან რათა სწორად და უფრო მკაცრად დაიცვათ სავაჭრო გეგმები და უფრო გაუფრთხილდეთ ყოველივე ტრანზქციას.

5.სავაჭრო დარბაზი

ბევრი დამწყები ტრეიდერი გამოუცდელობის გამო თავს ვერ არიდებს დანაკარგებს . ჩვენ სპეციალურად შევქმენით საქართველოში პირველი სავაჭრო დარბაზი, იმისათვის რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება განახორციელოთ თქვენი ოპერაციები გამოცდილ გუნდთან ერთად. ვაჭრობის დროს თქვენ მიიღებთ უამრავ კონსულტაციას და რჩევას, თუ როგორ შეამოწმოთ თქვენი გადაწყვეტილება ,როგორ გააკეთოთ სწორად ანალიზი ან დაგეგმოთ მანიმენეჯმენტი.

6.სწრაფი და ხარისხიანი მხარდაჭერა.

ჩვენ ვართ გუნდი ,რომელიც ვაჭრობს . ჩვენი მიზანია ყველამ გაიგოს  ფინანსური ბაზრის პოტენციალი. ვაჭრობა ფინანსურ ბაზარზე არის ერთ-ერთი ურთულესი საქმე, რადგან თქვენ გიწევთ ბევრი მუშაობა. თქვენი უსაფრთხოებისთვის მზად  ვართ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით მხარი დაგიჭიროთ აბსოლუტურად ყველა საკითხში და თავი  დაიზღვიოთ რაიმე დანაკარგებისგან.

7.ანალიტიკის და ვებინარების წვდომა უშუალოდ ალექსანდრე  გერჩიკთან.

თქვენთვის ცნობილია,  რომ ჩვენი კომპანიის პრეზიდენტი გახლავთ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ტრეიდერი, რომელიც ააწყო საკუთარი ცხოვრება ნულიდან ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენს მომხმარებლებს მიეცემა საშუალება პირდაპირ ეთერში დახურულ სემინარებზე და ვებინარებზე  მიიღოს მონაწილეობა,  რომლებსაც ჩაატარებს უშუალოდ ალექსანდრე გერჩიკი და  სადაც გიპასუხებთ ნებისმიერ  დასმულ შეკითხვაზე და  მოგცემთ რჩევებს.

8.სწავლა პასუხისმგებლობით.

ჩვენი სწავლის მიდგომა არის აბსოლუტურად განსხვავებული და უნიკალური. იმისათვის რომ გახდეთ რეალური ტრეიდერი,  გარდა თეორიული ცოდნისა გჭირდებათ უამრავი პრაქტიკა. ჩვენი სწავლის ძირითადი ნაწილი დაყრდნობილია პრაქტიკაზე. ყოველდღიურ ბაზაზე თქვენ განახორციელებთ ბაზრის ანალიტიკას და ვაჭრობას ჩვენთან ერთად შეისწავლით დაცვითი მექანიზმების შემუშავებას და ალგორითმის შექმნას.ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას იმ დროით რა დროც თქვენ დაგჭირდებათ, რომ შეძლოთ ყოველდღიურად დადოთ პოზიტიური რეზულტატი.

9.ჩვენ ვაფინანსებთ საუკეთესო ტრეიდერებს!

ჩვენს საბროკერო ორგანიზაციას აქვს შექმნილი უნიკალური საინვესტიციო თანამშრომლობა, ჩვენი TIMA ანგარიშის  სტრუქტურა სრულიად განსხვავდება სტანდარტული PAMM სისტემისგან  და ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ინვესტორი არის მაქსიმალურად დაცული დანაკარგებისგან. ჩვენ  დაინტერესებულები ვართ  რომ  უფრო მეტი ტრეიდერი ჩაერთოს ამ სისტემაში. გამოცდილ ტრეიდერებს ვთავაზობთ მოკლე კურს, სადაც კონკრეტულად ტრეიდერები მიიღებენ ინფორმაციას სხვა და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების შესახებ, პრაქტიკული სესიების შემდგომ და გარკვეული ტესტების მერე დაიწყებენ ჩვენთან თანამშრომლობას. ჩვენი პროექტის თანახმად , გამორჩეულ ტრეიდერებს მეორე ეტაპზე მიეცემა საშუალება ივაჭრონ რეალურ ანგარიშზე, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. მესამე ეტაპზე უკვე გაიხსნება TIMAანგარიში კვლავ ჩვენს მიერ დაფინანსებული, მაღალი ხარისხის შემთხვევაში შემდგომ მათი პორტფელი უფრო და უფრო გაიზრდება.

10. არა კონკურენციას!

ჩვენ არ ვაპირებთ კონკურირებას , უბრალოდ გთავაზობთ ისეთ მომსახურებას , რაც არ აქვთ სხვა საბროკერო კომპანიებს. უნიკალური სწავლის მოდელი შექმნილი Gerchik& CO და დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბის თანამშრომლობის დროს, რისკების მართვის  პროდუქტი და სისტემა, რომელიც დაგვიცავს დანაკარგებისგან, Start with us პროექტი და სხვა მრავალი თქვენზე მორგებული მომსახურეობის პაკეტები არის შექმნილი ერთადერთი მიზეზით — ყველას უნდა ჰქონდეს შანსი გამოცადოს საკუთარი თავი ფინანსურ ბაზრებზე,  რადგანაც წინამდებარე საქმიანობა შეიძლება მოერგოს აბსოლუტურად ყველას. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და მზად ვართ გაგიზიარეთ ყველა პოტენციური სირთულე,  რომელიც შეიძლება შეგექმნათ ბაზარზე მასზედ რომ სწორად შეაფასოთ ყველა რისკი და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება .

gechikcologo

Start_LOGO